თბილისში კორონავირუსის 70-ზე ნაკლები შემთხვევა გამოვლინდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევიდან თითქმის მესამედი თბილისზე მოდის. ქვეყანაში 5 275 ტესტი ჩატარდა, დადებითობის მაჩვენებელი კი 2,79 პროცენტია.
რეგიონების მიხედვით, ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება:
თბილისი - 64,
აჭარა - 11,
იმერეთი - 28,
ქვემო ქართლი - 1,
შიდა ქართლი - 16,
გურია - 10,
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 12,
კახეთი - 4,
მცხეთა-მთიანეთი - 1,
სამცხე-ჯავახეთი - 0,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 12 პაციენტი. ამავე პერიოდში 607-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
2020 წლის თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 268 502 შემთხვევა. მათგან 262 244 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3447 ადამიანი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31115081.html
#ახალი_ამბები
#twitter
#covid19_-_ახალი_ამბები