ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა განახლდა

Tbilisi Daily

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა განახლდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 22 საკითხის განხილვაა დაგეგმილი. ცესკო საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგებს შეაჯამებს. ცესკო ასევე განიხილავს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელი ოქმებზე ოპოზიციური პარტიების მიერ შეტანილი საჩივრებს. ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ სხდომაზე 10 - წუთიანი შესვენება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც შეხვედრაზე სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოხდა. ხმაური სხდომაზე "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის, ხათუნა გოგორიშვილის განცხადებებს მოჰყვა. ამის შემდეგ ცესკოს თავმჯდომარემ ხათუნა გოგორიშვილის სხდომიდან გაძევების საკითხი დააყენა.