აფეთქების ადგილზე მომუშავე ექსპერტ-კრიმინალისტს დენმა დაარტყა
Pirveliradio Ge
ცოტახნის წინ, ამაშუკელის ქუჩაზე ინციდენტი მოხდა. გაზგასამართ სადგურზე, სადაც ორი დღის წინ ძლიერი აფეთქება მოხდა, ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთ მათგანს დენმა დაარტყა.
მამაკაცი აფეთქებულ გაზგასამართ სადგურზე კომპრესორის შესამოწმებლად იყო მისული, სწორედ ამ დროს მოხდა უბედური შემთხვევა.
შეგახსენებთ, რომ გაზგაზამართი სადგური ამაშუკელის ქუჩაზე პირველ ივნისს, გვიან ღამე აფეთქდა. შედეგად დაშავდა 1 ადამიანი, რომელიც მკურნალობას ამ დრომდე აგრძელებს.
http://pirveliradio.ge/?newsid=144778