Კოვიდინფიცირების ახალი შეემთხვევებიდან 650 თბილისში დაფიქსირდა

Tbilisi Daily

დღეს, 3 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. დღეს დადასტურებული შემთხვევების რეგიონული განაწილება ასეთია: ✔️თბილისი 650 ✔️აჭარა 506 ✔️ქვემო ქართლი 46 ✔️იმერეთი 324 ✔️შიდა ქართლი 100 ✔️გურია 47 ✔️სამეგრელო-ზემო სვანეთი 200 ✔️კახეთი 23 ✔️მცხეთა 39 ✔️სამცხე-ჯავახეთი 4 ✔️რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 4 „ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 501. 4 253 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 092, აჭარაში - 699. მძიმე პაციენტი გვყავს 589, მათ შორის, თბილისში - 299, აჭარაში - 90. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 281 პირი - მათ შორის, თბილისში - 163, აჭარაში - 77. 2 264 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 074 - აჭარაში, ხოლო 846 - თბილისში. 8 984 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 080 პირი, მათ შორის, თბილისში - 621, აჭარაში-1 412.