ტერაქტი აფრინში
Middleeast Report
სირიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ აფრინში საწვავით სავსე ტანკერის აფეთქების შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 11 ბავშვი. ინფორმაცია თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, ხოლო ტერაქტის განხორციელებაში PKK/YPG მებრძოლეები დაადანაშაულა.
2018 წელს დაწყებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, თურქეთმა აფრინსა და მიმდებარე ტერიტორიებზე კონტროლი დაამყარა და იქიდან განდევნა ქურთი მწბრძოლეები, რომლებმაც აშშ-სთვის მთავარ საყრდენს წარმოადგენდნენ ტერორისტული დაჯგუფება ე.წ. “ისლამური სახელმწიფოსთან” ბრძოლაში.
იმის მერე PKK/YPG და “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლეები ადლიბის პროვინციაში პარტიზანულ მეთოდების გამოყენებით ბრძოლები გააგრძელეს და ხშირად ტერაქტებს აწყობენ.
მათი მთავარი სამიზნეა თურქეთის ჯარისკაცები და ტექნიკა და ასევე რეგიონის პრო-თურქული ძალები, თუმცა ტერაქტების შედეგად უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება.
#politics
#news
#opinion
#war
#afrin
#Syria
#Turkey
#region
#middleeast
#civilwar
#ომი
#სირია
#თურქეთი