ბრაკონიერობა ენგურზე.
Zugdidi Daily
ბრაკონიერობა ენგურზე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეინიშნა აკრძალული საშუალებით თევზაობა, რაც მოქალაქეებისათვის უკვე ყოველდღიურ საქმიანობად იქცა.
ზუგდიდის ტერიტორიაზე ხშირია აკრძალულ ადგილებსა და აკრძალული საშუალებებით თევზჭერა.
"სრული განუკითხაობაა. ჭურიის ეროვნული პარკის ტერიტორიის გარდა ყველგან, თან დღისით, მზისით მიდის უკანონო თევზჭერა: ერგეტა (ცვანე), ჯუმი, ჩხოუშია, ენგური, ხობწყარი, წენწყარი, ტეხური და ა.შ. არავისი ეშინიათ. ეს კი იმის თქმის საფუძველს მაძლევს, რომ მათ გარემოსდაცვითი თუ სხვა ძალოვანი სამსახურებიდან მფარველობენ" - ამბობს ერთ-ერთი მეთევზრ მერაბ ოკუჯავა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი არაფერს აკეთებს.
"არადა მხოლოდ სამეგრელოში, ყოველდღიურად ალბათ ასობით უკანონო თევზჭერა ხდება. როგორ შეიძლება ეს გარემოსდაცვას გამოეპაროს, არ მუშაობენ და თუ არ მუშაობენ, რაში იღებენ ხელფასს? გააუქმონ ბარემ ეს სამსახური და თანხები გაჭირვებულებს დაურიგონ" - ამბობს მერაბ ოკუჯავა.
#ზუგდიდი
#ბრაკუნიერობა
#მეთევზეები
#თევზაობა
#ჭურია
#zugdididaily