კოვიდინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი რუსეთში
Tbilisi Daily
რუსეთში კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 12,126 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 1,272,238-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 201 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რიცხვი კი 22,257-ს აღწევს.