აჭარაში, კორონავირუსის გავრცელების კუთხით სტაბილიზაცია შეინიშნება - თამარ გაბუნია
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, აჭარაში კორონავირუსისგავრცელების კუთხით სტაბილიზაცია შეინიშნება.
'დღეს, ბოლო პერიოდთან შედარებით ახალი შემთხვევების უჩვეულოდ დაბალი რაოდენობა დაფიქსირდა. გარკვეულწილად ეს უკავშირდება შაბათ-კვირას ტესტირების შედარებით დაბალ ინტენსივობას. 6000-ზე ოდნავ მეტი ტესტი ჩატარდა გუშინ, თუცა დადებითობისმაჩვენებელი სტაბილური რჩება და მიუთითებს იმაზე, რომ სიტუაციის სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები აღინიშნება.
სტაბილიზაციის ნიშნები განსაკუთრებით გამოიკვეთა აჭარაში. აჭარაში ეპიდემიის მატება დაიწყო უფრო ადრე, მაგრამ მიმდინარე პერიოდში შემთხვევების გარკვეული კლებაც აღინიშნება. უნდა დავაკვირდეთ ამ ტენდენციას კიდევ ერთი კვირის განმავლობაში, რომ უფრო ზუსტი სურათი გვქონდეს რა მიმართულებით მიდის ეპიდემიის გავრცელება როგორც რეგიონებში, ასევე ქვეყანაში'-განაცხადა თამარ გაბუნიამ.