რა ბედი ელის თბილისში დაწყებულ პროექტებს?

Tbilisi Daily

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მასშტაბით დაწყებული ყველა პროექტი დაანონსებული ვადების ფარგლებში გაგრძელდება. მისი თქმით, დედაქალაქის მერიისთვის მნიშვნელოვანია, რომ არცერთი პროექტი არ შეფერხდეს. „ამ ეტაზე ყველა პროექტი, რომელიც დედაქალაქის მასშტაბითაა, როგორც მსხვილი, ასევე გამგეობების დონზე დაწყებული, უწყებ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტების შეჩერება, შეფერხება არ მოხდეს და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს სამუშაოები“, - განაცხადა კალაძემ. #კახაკალაძე #თბილისისმერია #პროექტები #tbilisidaily