საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა დააკვირდება
Tbilisi Daily
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა დააკვირდება. როგორც ასამბლეის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია აღნიშნული, საქართველოში 28-კაციანი დელეგაციაა გაგზავნილი, რომელიც 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებს გაუწევს მონიტორინგს. ალბანელი პარლამენტარი ელონა გჟებრეა გოჯა იქნება ეუთოს მოკლევადიანი მისიის თანაკოორდინატორი და ლიდერი, დელეგაციის ხელმძღვანელი კი ფინელი პარლამენტარი პია კაუმა იქნება.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება.