ოპოზიციურ პარტიებს შორის დღეიდან კონსულტაციები განახლდება
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143294
ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები დღეიდან განახლდება. შეხვედრა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში 14:00 საათზეა ჩანიშნული. ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ორივე პუნქტის შესრულებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციების განახლებას გეგმავენ.
პარტია „ერთიან საქართველოში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციას ექნება კონსოლიდირებული პოზიცია და აიძულებს მმართველ ძალას, არ ჩაშალოს რვა მარტს მიღწეული შეთანხმება.
„ლეიბორისტულ პარტიაში“ კი აქციების დაწყებასაც არ გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ამისკენ ოპოზიციას თავად ხელისუფლებამ უბიძგა ბოლო დროს განხორციელებული ქმედებებით.
„მეტი ძალისხმევაა საჭირო და ეს უნდა იყოს კოორდინირებული, რადგან ცალკე აღებული პარტიების ქმედებები აღარ არის საჭირო ამ უტიფარი მმართველი ძალის წინააღმდეგ. ის ცდილობს საკუთარ ბაღჩად გადაიფორმოს ქვეყანა. ერთიანი აქციების ალბათობა მაღალია და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევა ხელისუფლება", - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.