ე.წ. ეკლესიის კლასტერი ჯერ არ გამოვლენილა - ტიკარაძე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142809 საქართველოში ე.წ. ეკლესიის კლასტერი ჯერ არ გამოვლენილა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა განუცხადა. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ საფრთხის გადავლაზე საუბარი ნაადრევია და შესაძლოა მდგომარეობა შეიცვალოს. „რაც შეეხება მოლოდინს ეკლესიის კლასტერთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით, გამოვლენილი შემთხვევები არ გვაქვს. თუმცა კოვიდინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს გარკვეულწილად სხვადასხვანაირი მოლოდინი, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ჯერ კიდევ გამოჩნდეს დაავადებული პირი”, - აღნიშნა მინისტრმა.