მექსიკაში მიწისძვრის მსხვერპლი ათამდე გაიზარდა

Tbilisi Daily

მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიამ 10 ადამიანი იმსხვერპლა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 7 გარდაცვლილის შესახებ. ძლიერი მიწისძვრა მექსიკის სამხრეთში 23 ივნისს დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 7,4 მაგნიტუდა შეადგინა. ყველაზე დიდი ზარალი სტიქიამ ოახაკას შტატს მიაყენა.