რომელ კლასტერს უკავშირდება კორონავირუსის ახალი შემთხვევები?
Gori Daily
გორში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის წარმომადგენელმა ისაუბრა.
ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, გამოვლენილი შემთხვევები თბილისსა და კახეთში დადასტურებულ შემთხვევების კონტაქტები არიან, რომლებიც გორში, ქორწილში იმყოფებოდნენ.
"ამ დრომდე ისინი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში. გამოვლენის შემდეგ კი, ყველა მათგანი კლინიკებშია გადაყვანილი. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოვლენა", - განაცხადა ქორჩაშვილმა.
ლუგარის ლაბორატორიიდან გორიდან გაგზავნილი 30 ნიმუშის პასუხს ელოდებიან.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#სიახლეები
#კორონავირუსი_
#goridaily
წყარო - radiomosaic.ge