ამბროლაურში 30 წლის   მამაკაცის მოკლეს

Tbilisi Daily

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელიაღელეში 30 წლამდე ასაკის მამაკაცის მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს სხვა რაიონის მცხოვრებ ახალგაზრდებთან შელაპარაკება მოუვიდა, რომელიც ჩხუბსა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც მკვლელობა მოჰყვა. შსს-ში აცხადებენ, რომ განზრახ მკვლელობის საქმეზე პოლიციას რამდენიმე პირი ჰყავს იდენტიფიცირებული და ამ ეტაპზე, საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.