დღევანდელი შეხვედრა ნამდვილად საქმიანი და პოზიტიური იყო

Tbilisi Daily

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა ნამდვილად საქმიანი და პოზიტიური იყო. ამის შესახებ ვაშაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, მხარეებს შორის ზოგიერთ საკითხზე პოზიციების დაახლოება ხდება, თუმცა ძირითად თემებზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის აზრთა სხვადასხვაობაა. „დღევანდელი შეხვედრა ნამდვილად საქმიანი და პოზიტიური იყო. ჩვენ გავიარეთ აბსოლუტურად ყველა საკითხი და არის საკითხები, სადაც პოზიციების დაახლოება ხდება, თუმცა ძირითად საკითხებთან დაკავშირებით ჩვენსა და ხელისუფლებას შორის პოზიციების სხვადასხვაობაა. ახლა დღევანდელი დისკუსიის შემდეგ შიდა განხილვები გვექნება. რა თქმა უნდა, აქ საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე და სხვა თემებზე. არის საკითხები სადაც ყველა თანხმდება, რომ ქვეყანაში ფუნდამენტურად შესაცვლელია საარჩევნო გარემო. არის საკითხები რაზეც ვერ ვთანხმდებით - რიგგარეშე არჩევნების საკითხი, პოლიტპატიმრების საკითხი", - განაცხადა ვაშაძემ.