ჰარცელი: ჩემი როლი არ არის, მონაწილეობა მივიღო აქციებში, გუშინ იყო გამონაკლისი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ბრიფინგზე, მედიის კითხვის პასუხად -  დაესწრება თუ არა 20 ივნისს თბილისში  დაგეგმილ აქციას "შინ ევროპისკენ", განაცხადა, რომ მისი როლი არ არის აქციებში მონაწილება. მისი სიტყვებით გამონაკლისი 16 ივნისს ევროპის მოედანზე გამართული აქცია იყო, რომელსაც დაესწო საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პირადი მიწვევის გამო. „მივესალმები პროევროპული არჩევანის შესახებ სურვილის მშვიდობიან გამოხატვას. ეს არ არის არც ჩემი როლი და არც ჩემი ჩვევა, რომ დავესწრო სხვადასხვა სახის გამოსვლებს. გუშინ გავაკეთე გამონაკლისი იქიდან გამომდინარე, რომ პირადად ვიყავი დაპატიჟებული პრეზიდენტის მიერ“, აღნიშნა კარლ ჰარცელმა. მას დამატებით ჰკითხეს, 20 ივნისის აქციაზე არ მისვლის მიზეზი უკავშირდება თუ არა ზოგი ოპოზიციური პარტის განცხადებას, რომ ამ აქციაზე შესაძლოა მოითხოვნო საქართველოს მთავობის  გადადგომა. „მინდა კიდევ უფრო პირდაპირი ვიყო და გითხრათ, რომ რაც აქ ჩამოვედი არ ვესწრები აქციებს, იქიდან გამომდინარე, რომ ვარ დიპლომატი და მაქვს განსაკუთრებული მანდატი. ასევე პრინციპური მიზეზით აქციები და მათ შორის ეს, რომელსაც ახლა ვხედავთ, ის შეეხება საქართველოს მოსახლეობის მოსაზრებებს, ამბიციებს და ეს, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი გამყოფი ხაზია, როგორც უკვე ვთქვი. ორივე აქციას გულითადად მივესალმები, ასევე ბევრ რამეს რაც წინა კვირაში ვნახეთ, ღონისძიებს, უამრავ წერილს, რომელსაც ბრიუსელში გადაწყტილებების მიმღებებთან გადასაცემად მიგზვანიდნენ, ასევე მომიტანეს ბევრი ხელმოწერით  ევროკავშირის დროშა“,- თქვა კარლ ჰარცელმა. 16 ივნისს თბილისში, ევროპის მოედანზე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ევროკავშირის წევრობის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. 20 ივნისს კი  სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია იგეგმება სახელწოდებით "შინ ევროპისკენ". პრეზიდენტმა ამ აქციის ორგანიზატორებს შეკრების გადადებისკენ მოუწოდა.     https://www.radiotavisupleba.ge/a/31903206.html

Source: radiotavisupleba.ge