უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობა დაამტკიცა-რიგგარეშე სხდომა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
მთავრობის დამტკიცებამდე რიგგარეშე სხდომაზეთორნიკე რიჟვაძემ დეპუტატებს მოხსენებით მიმართა და სამთავრობო პროგრამა გააცნო. შემდეგ კი ქართული ოცნების წევრების შეკითხვებს უპასუხა. ერთადერთ ოპოზიციონერ დეპუტატს მთავრობასთან კითხვები არ ჰქონია. ქართული ოცნების წევრების კითხვები შეეხებოდა მიწის საკუთრების რეგისტრაციას, ჯანდაცვის სისტემის გამოწვევებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს. თორნიკე რიჟვაძის თქმით, მომდევნო 4 წელიწადში ეკონომიკის ზრდამ 6,5 % უნდა შეადგინოს.