14 აპრილი დედაენის დღეა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

დღეს საქართველოშიდედაენის დღე აღინიშნება.განათლების მინისტრმათარიღიცნობილ ენათმეცნიერსა და ფილოლოგს, დამანა მელიქიშვილს მიულოცა , რომელიც1978 წლის 14 აპრილს განვითარებული მოვლენების თვითმხილველია. დედაენის დღე 1990 წლიდან 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა. 43 წლის წინ, პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია და ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 ათასი ადამიანი შეიკრიბა.