ხალხს არ უნდა რუსული საქმის მკეთებელი პოლიტიკური ძალები, მათ უნდათ პროდასავლური ძალა – კობახიძე

Pirveliradio Ge

ხალხს არ უნდა რუსული საქმის მკეთებელი პოლიტიკური ძალები. მათ უნდათ პროდასავლური ძალა, რომელიც გააგრძელებს ქვეყნის განვითარებისკენ აღებულ კურსს – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიასთან მორიგი სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ დესტრუქცია არის მათ ბუნებაში. თუმცა, აქ არის ხელისუფლება, რომელიც დაიცავს საზოგადოების ინტერესებს და დაიცავს იმ 930 ათასი ადამიანის ინტერესებს, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენს ხელისუფლებას და ჩვენ მიერ აღებული კურსის გაგრძელებას. ამ ხალხს არ უნდა რუსული საქმის მკეთებელი პოლიტიკური ძალები. მათ უნდათ პროდასავლური ძალა, რომელიც გააგრძელებს ქვეყნის განვითარებისკენ აღებულ კურსს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძე.