შშმ პირები ევროკავშირს: გადაწყვეტილების მიღების დროს გთხოვთ გაგვითვალისწინეთ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აქტივისტები, მშობელთა ასოციაციები და შშმპ თემის მხარდამჭერები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსა და ევროპის საბჭოს წევრებს მიმართავენ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების დროს გაითვალისწინონ მათი პოზიცია. ერთობლივ განცხადებას 50-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს.
"ევროინტეგრაციის დაჩქარებულმა შესაძლებლობამ დიდი იმედი გააჩინა ჩვენს თემში. ქვეყნის ევროპული მომავალი და განვითარება ხომ პირდაპირ უკავშირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების კეთილდღეობას, ხელმისაწვდომ ჯანდაცვას, ხარისხიან განათლებას, დასაქმებას, ღირსეულ მომავალსა და დამოუკიდებელ ცხოვრებას...
გთხოვთ, 24 ივნისს გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეების პოზიცია და საქართველოს მიანიჭოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ კი, შშმპ თემის წარმომადგენლები, სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას რომ აქტიურად ჩავერთოთ ყველა პირობის შესრულების პროცესში", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები იმ შიშებზეც საუბრობენ, როგორ შეიძლება შეიცვალოს მდგომარეობა საქართველოში შშმ პირებისთვის, თუ ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე.
"იმ შემთხვევაში თუ საქართველოს არ მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, ვშიშობთ, რომ ამ მიმართულებით არსებული პროგრესი შეფერხდება. ქვეყანაში პოზიტიური ცვლილების ერთ-ერთი უმთავრესი მოტივატორი სწორედ ევროინტეგრაციის პერსპექტივაა და თუ ამ ისტორიულ მომენტში ეს შანსი წაგვერთმევა, ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მშობლები შესაძლოა დიდ სასიკეთო ცვლილებებს ვეღარც მოვესწროთ", - წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია
საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეროვნული ქსელი
კოალიცია მოძრაობა ცვლილებებისთვის - ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემისა და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირთა მშობლების ქსელი
კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის
მშობელთა საინფორმაციო ცენტრი - PIC, Parent Information Center
ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ FAD
აჭარის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობელთა კავშირი
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის აჭარის ფილიალი
ახალგაზრდული ორგანიზაცია, ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის- აჭარა
კავშირი მშობლების თანადგომა
იშვიათი დაავადებების ორგანიზაცია დრავე საქართველო
მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი გამმა
ასევე ქართულ-ამერიკული აუტიზმის ცენტრი ლოლიპოპი
CDG-GEORGIA - იშვიათი დაავადებების ორგანიზაცია
ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა საქართველოს აკადემია
ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი
სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირი - თემი ქედელი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების ორგანიზაცია მშობლები
ჩვენი შვილები - ოზურგეთი
მოვუსმინოთ სამყაროს -თელავი
მშობელთა და ბავშვთა ინტერესების დაცვის ასოციაცია დია
სიღნაღის შშმ პირთა მშობელთა კავშირი
ფონდი აურესი
ასოციაცია დეა
ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
ასოციაცია ანიკა
საქართველოს პორტიჯის ასოციაცია
ილიას უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი
ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
შშმ ქალთა ალიანსი
შშმ ქალთა ეროვნული ქსელი
ქალი და რეალობა
მზიანი ბილიკი
ვოლფრამის სინდრომი საქართველო
ახალი თაობის ხმა
მზის შვილები
ფსიქიატრიის სერვის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი (GNUSP)
მე ვარ ქალი
შშმ ქალები თანასწორობისთვის
გაძლიერების და მდგრადი მხარდაჭერის ცენტრი ჰარმონია
საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი
პროგრესის ვექტორი
ოდა ქეარი
კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი
სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია
საქართველოს ყრუთა კავშირი
საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია
მოძრაობა-ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის
ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრი ილაპარაკე
კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი
შშმ ბავშვთა მშობელთა კავშირი ლამპარი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დამოუკიდებელი აქტივისტები:
ნათია გოგოლაშვილი
ანნა ნაზღაიძე
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.
ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 17 ივნისს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე განაცხადა.
საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი 23-24 ივნისს გახდება.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31906645.html
Source: radiotavisupleba.ge