ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით სამედიცინო სფეროს 183 პერსონალი დაინფიცირდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში სამედიცინო სფეროს 183 პერსონალი დაინფიცირდა.  "ამიტომ იყო მოწოდება მთელ ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის მობილიზების... გასაგებია, რომ ასაკოვან პერსონალს ვერ გამოვიყენებთ რეანიმაციებში, მაგრამ შეიძლება მათი დახმარება ქოლცენტრებში", - თქვა გამყრელიძემ. მისივე თქმით, კორონავირუსთან ბრძოლაში შესაძლოა ჩაერთონ სტომატოლოგები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, რომლებსაც აქვთ ძირითადი სამედიცინო განათლება მიღებული. ბოლო დღე-ღამეში ვირუსი 2775 პირს დაუდასტურდა. შესაბამისად, თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 51 993 შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 3560-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 37 019. ამავე პერიოდში 22 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 423-მდე გაიზარდა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30933521.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)