საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა
Tbilisi Daily
საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ სპეციელურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
შედეგად, ქვეყანაში კორონავირუსის 906 შემთხვევაა დადასტურებული.
მათგან გამოჯანმრთელებულია 755 პირი.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2891 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 256.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.