საქართველოში კორონავირუსის კიდევ 486 შემთხვევა დადასტურდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 13 პაციენტი.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 19 192 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 486 შემთხვევა.
სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია:
დღიური - 2.53%;
ბოლო 7 დღის - 2.4%;
ბოლო 14 დღის - 2.8%.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 499-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
2020 წლის თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 266 948 შემთხვევა. მათგან 259 727 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3390 ადამიანი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31107052.html
#ახალი_ამბები
#twitter
#covid19_-_ახალი_ამბები