რეგულარული ფრენები 1 აგვისტომდე გადავადდა

Tbilisi Daily

რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა საქართველოში 31 ივლისის ჩათვლით გადავადდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღეს. საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენამდე, გაგრძელდება მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელება რამდენიმე მიმართულებით. ფრენები რეგულაციები TbilisiDaily