"ყველაზე უბრალოდ აქ მე ვარ" - გალაკტიონის ერთი ფოტოს ისტორია

Kutaisi Daily

ეროვნული არქივის დოკუმენტებში შემონახულია ფოტო, რომელიც 1914 წლის 7 ივნისს ქუთაისის თეატრში გამართული იროდიონ ევდოშვილის ლიტერატურულ საღამოზეა გადაღებული. „ყველაზე უბრალოდ აქ მე ვარ ...“ - ამ ფოტოს გადაღებიდან 43 წლის შემდეგ დაწერს გალაკტიონი თავის მოგონებაში. მარცხნიდან მარჯვნივ დგანან: გალაკტიონ ტაბიძე, აკაკი სვანი, ბარნაბა გელაზანია, ილია ბახტაძე, ია ეკალაძე, მიხაკო ჯანოევი (ნემო), თეოფილე ხუსკივაძე, კონსტანტინე გამსახურდია, ჯაჯუ ჯორჯიკია, დათიკო მებუკე (ცვარნამი), ლელიკო ჯაფარიძე სხედან: ტიციან ტაბიძე, გრიგოლ ვეშაპელი (ვეშაპიძე), იროდიონ ევდოშვილი, ვარლამ რუხაძე, აკაკი წერეთელი, დავით კლდიაშვილი, ლადო დარჩიაშვილი, იასონ ნიკოლაიშვილი, ისიდორე კვიცარიძე. თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com ქუთაისისისტორია kutaisidaily