მდინარე რიონში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

Tbilisi Daily

ორდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი მდინარე რიონში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ადასტურებენ. საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 10 მეხანძრე-მაშველი, თბილისის სწრაფი რეაგირების სამმართველოს 3 მყვინთავი, 2 გასაბერი ნავი, და სპეც ტექნიკა. ასევე, სამუშაოებში სპეციალისტები იყენებენ დრონს და ექო ლოტს, რომლითაც ხდებოდა ფსკერის სკანირება. მდინარის პირას გახსნილი იყო საველე შტაბიც. არსებული ინფორმაციით, მდინარის ერთ-ერთ ჩასასვლელთან მამაკაცის ფეხსაცმელები იპოვეს და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო წყალში საძიებო სამუშაოები.