ბათუმში მრავალსართულიან კორპუსში ხანძარია
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ბათუმში, ინასარიძისქუჩაზე ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში ხანძარია.ცეცხლი საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა იმყოფება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არის.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.