რას ჰყვება გოგონას დედა, რომლის მეუღლე შვილის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დააკავეს
Tbilisi Daily
10 წლის გოგონას დედა, იხსენებს, როგორ გაიგო შვილისგან, რომ მისი მეუღლე, საკუთარ შვილის მიმართ გარყვნილი ქმედებას ჩადიოდა.
"არაფერი შემიმჩნევია, შვილმა მითხრა. შემდეგ უკვე თვითონ აღიარა სიმართლე და დარეკა პატრულში. ეს პირველი შემთხვევა იყო, 13 წელია ერთად ვართ, არ წარმომედგინა. ბავშვი გუშინ მყავდა ექსპერტიზაზე, ყველაფერი კარგად არისო, ჩაუტარდა ყველანაირი ექსპერტიზა. ფსიქოლოგთან ხვალ წავიყვან," - აღნიშნავს არასრულწლოვნის დედა "ტელეკომპანია პირველთან" საუბრისას.
ცნობისთვის, ქვემო ქართლში 40 წლის კაცი არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების გამო დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მეთერთმეტე პრიმა 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.