ვთვლი, რომ ხმების საკმარისი რაოდენობა იქნება - სააკაშვილი
Tbilisi Daily
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ არხ „უკრაინა 24“-თან საუბრისას განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ხმების საკმარის რაოდენობას მოაგროვებს და უკრაინის უმაღლესი რადა მას ვიცე-პრემიერად დაამტკიცებს.
„ვთვლი, რომ ხმების საკმარისი რაოდენობა იქნება. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. უბრალოდ არ იყო ფრაქციის „ხალხის მსახურის“ მობილიზაცია“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მან თავის დროზე არჩევნებში სწორედ ,,ხალხის მსახურის“ პარტიას დაუჭირა მხარი.
„არჩევნებზე, როცა ვნახე, რომ ჩემი პარტია 2-3 პროცენტს აგროვებდა ამომრჩევლების ხმებს და ვერ შევდიოდით პარლამენტში, მე ჩემს მხარდამჭერებს მოვუწოდე, ბევრ ათას უკრაინელს, რომ ხმა „ხალხის მსახურისთვის“ მიეცათ“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდირ ზელენსკიმ ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა.
#უკრაინა
#სააკაშვილი
#ზელენსკი
#რადა
#tbilisidaily