გიორგი შაქარაშვილის დედამ სასამართლოში გამოცხადებაზე და ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა
Pirveliradio Ge
გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დედამ თამუნა შალვაშვილმა სასამართლოში გამოცხადებაზე და ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
შალვაშვილმა აღნიშნულის თაობაზე მცხეთის რაიონულ სასამართლოს წერილობით მიმართა. ის აღნიშნავს, რომ სასამართლოში მისვლა მისთვის სტრესული იქნება და ამასთან, არ სურს, ნახოს მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულები.
აღნიშნული წერილის შემდეგ, ის ბრალდების მხარემ მოწმეთა სიიდან მოხსნა.