მოქალაქეები "სითი პარკის" ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან
Tbilisi Daily
პარლამენტმა პირველი მოსმენით „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა.
ცვლილებების თანახმად პირები, რომლებიც პარკირების წესების დარღვევისთვის „სითი პარკის“ მიერ დაჯარიმდნენ 2018 წლის 10 აპრილამდე, ჯარიმისა და საურავისგან გათავისუფლებიან.
„დღეის მდგომარეობით, არაერთი მიმდინარე საქმე არის აღსრულების ეროვნული ბიუროში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და სასამართლოებში. შესაბამისად, ყველა ამ საქმეზე მოხდება განხილვების შეწყვეტა და მოხდება ადმინისტრაციული სახდელისაგან - ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რაც ჯამში დაახლოებით 850 000 ლარს შეადგენს“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებაში.