სამტრედიაში "ნაციონალური მოძრაობის" ბანერს საღებავი შეასხეს

Tbilisi Daily

სამტრედიაში, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დევი ჭანკოტაძის საარჩევნო ბანერი დააზიანეს. მას საღებავი შეასხეს. პარტიის რაიონული ორგანიზაციის განცხადებით, ფაქტი მმართველი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არის წახალისებული. „საარჩევნო ბანერის დაზიანებას წინ უძღოდა ხელისუფლების სურვილი დაეფარა აღნიშნული ბანერი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოისურვა ბანერის წინ გაეკეთებინა კიდევ ერთი ბანერი, წარწერით "სამტრედია 150 წლის. ამ ფორმით ისინი ჩვენი რეკლამის გადაფარვას ცდილობდნენ", - აცხადებს პარტიის სამტრედიის ორგანიზაციის თავმჯდომარე ემზარ შუბლაძე. მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "ნაციონალური მოძრაობას" წინასაარჩევნო კამპანიის დროს აგიტაციაში ხელს უშლიან.