ირანში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება
Tbilisi Daily
29 ივნისიდან ირანში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. როგორც „ამერიკის ხმა“ იუწყება, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განაცხადა.
მისი განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრომ იმ ადგილების სია შეადგინა, სადაც მოსახლეობამ პირბადე უნდა ატაროს. ეს ზომა 22 ივლისამდე იმოქმედებს და შესაძლოა შემდეგაც გახანგრძლივდეს.
ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსით 10 508 ადამიანი გარდაიცვალა, 222 669 კი დაინფიცირდა, აქედან 2 489 ახალი შემთხვევაა.