სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე მეოთხე პირი დააკავეს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ოფისის დაზიანებისფაქტზეკიდევ ერთი პირი - 1994 წელს დაბადებული თ.მ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, მას ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში ედება. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამ თანამზრახველთან ერთად, გორში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები დააზიანა“, - აცხადებენ შსს-ში. აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული გ.კ., 1996 წელს დაბადებული გ.ბ. და 1996 წელს დაბადებული თ.ა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავს გუშინ დაესხნენ.