მიმდინარე კვირას ოკუპირებულ ცხინვალში ოთხი სამუშაო დღე ექნებათ
Gori Daily
მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავი აღლუმი, რომელიც 9 მაისს უნდა ჩატერებულიყო და ახალი კორონა ვირუსის პანდემიის გამო გადაიდო, მიმდინარე თვის 24 ივნისს ჩაარდება. ამასთან აღნიშნული დღე ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა, დასვენების დღედ გამოაცხადა.
აღსანიშნავია, რომ თარიღი შემთხვევით არ იქნა შერჩეული, სწორედ ამავე დღეს ტარდება აღლუმი მოსკოვშიც. რაც შეეხება ცხინვალში გასამართ ღონისძიებას, სამხედრო ტექნიკის და აღლუმში მონაწილე სამხედროების მსვლელობა, დღის 11:00 სთ. -ზე. (მოსკოვის დროით) დაიწყება ცხინავლის თეატრის წინ არსებულ მოედანზე და მასში მონაწილეობას მიიღებენ, რუსეთის სამხედრო აკადემიის კურსანტებიც.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ცხინვალში დაფიქსირებული კორონა ვიურის შემთხვევების დიდი ნაწილი, სწორედ აღნიშნული სამხედრო აკადემიის კურსანტებს აღმოაჩნდათ.
#ცხინვალისრეგიონი
#ოკუპაცია
goridaily