გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა

Sokhumi Daily

აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, COVID-19– ის 55 შემთხვევა დაფიქსირდა. გუდაუთის საავამდყოფოში კორონავირუსით დაავადებული ერთ-ერთი პაციენტი გარდაიცვალა. როგორც ოპერატიული შტაბი იტყობინება, გარდაცვალების მიზეზი იყო მიოკარდიუმის მასიური ინფარქტი. "კვირას, 26 ივლისს, ღამით, გუდაუთის ცენტრალურ საოლქო საავადმყოფოში გარდაიცვალა კორონავირუსის ინფექციით დაავადებული პაციენტი, რომელიც წინა დღეს გადაიყვანეს სოხუმის საქალაქო კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც მას მკურნალობდნენ გულის ქრონიკული დაავადებით. ”, - ნათქვამია განცხადებაში. ამ დროისთვის, გუდაუთას ცენტრალურ საოლქო საავადმყოფოში COVID-19-ით ინფიცირებული რვა პაციენტია. კორონავირუსის პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში, აფხაზეთში, ორი ადამიანი გარდაიცვალა. #კორონავირუსი #პანდემია #აფხაზეთი #sokhumidaily