დიმიტრი მედვედევი აგვისტოს ომზე: გარეწრების ქმედებებს ვუპასუხეთ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ამჟამად უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევი „ფეისბუკზე“ 2008 წლის აგვისტოს ომის მისეული შეფასება გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს.
„ჩვენმა ქვეყანამ პასუხი გასცა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის დანაშაულებრივ ქმედებებს. პასუხი გასცა გარეწრების ქმედებებს, რომლებმაც მშვიდობიანი მოსახლეობის, დაუცველი მოხუცებისა და ბავშვების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილება გასცეს. ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის მშვიდობისმყოფელებსაც, რომლებიც მშვიდობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ, მათ შორის ქართული სოფლების მოსახლეობისთვისაც“ - წერს მედვედევი.
„არსობრივად საკითხი შეეხებოდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომის გამოცხადებას. ამიტომაც, მაშინ მივიღო რთული, მაგრამ ერთადერთი შესაძლებელი გადაწყვეტილება - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაცვა. თავდაპირველად აგრესიისგან დავიცავით, შემდეგ კი, მათი მოქალაქეების თხოვნით, მათი სრული დამოუკიდებლობა ვაღიარეთ“ - ნათქვამია დიმიტრი მედვედევის განცხადებაში.
რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ეს რომ არ გაეკეთებინათ, „ამიერკავკასია დენთის კასრად იქცეოდა“.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30773021.html
#ახალი_ამბები
#twitter