თბილისში სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის საბითუმო წერტილები განთავსდება
Tbilisi Daily
რეგიონებიდან ჩამოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტები თბილისში სამ ლოკაციაზე - გლდანში, დიდუბესა და ორხევში განთავსდება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, თენგიზ კალანდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რეგიონებიდან პროდუქტის ტრანპორტირებას კომპანია „ჯიბე“ უზრუნველყოფს.
შპს „ჯიბეს“ აქვს ინფრასტრუქტურა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას. კომპანიის წარმომადგენლები საკუთარი მანქანებით ჩავლენ რეგიონებში და ფერმერებისგან პირდაპირ ადგილზევე შეისყიდიან პროდუქტს. იქვე მოხდება ანგარიშის გასწორება“,- ამბობს თენგიზ კალანდაძე.
#საბითუმოწერტილი
#თბილისი
#მეურნეობა
#პროდუქტი
#tbilisidaily