გიორგი მოკლეს და გადააგდეს არაგვში - რას ითხოვს გარდაცლილის ოჯახი
Tbilisi Daily
გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის ოჯახის განცხადებით, 19 წლის ფეხბურთელი
მოკლულია.
„ცალსახად არის დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს მოკლეს ჩვენი შვილი და შემდეგ გადააგდეს მდინარე არაგვში. ყველა სახის დაზიანება ბავშვს მიყენებული აქვს სიცოცხლეში, რასაც შემდეგ მოჰყვა მდინარეში გადაგდება. წარმოუდგენელია, რომ ეს დაზიანებები მიადგეს ადამიანს ფერდობში ჩარბენით. დაზიანებები დაწყებულია სახის არიდან და ყველა მიდამოში. შესაბამისად, ოჯახს ექნება კატეგორიული მოთხოვნა პროკურატურის მიმართ, ყველა დამნაშავე უნდა მიეცეს პასუხისგებაში განზრახ მკვლელობის დამამძიმებელი გარემოების კუთხით. ველოდებით, როდის იქნება წარდგენილი კონკრეტულ ბრალდებებზე“ – განაცხადა გიორგი შაქარაშილის ბიძამ ოჯახის სახელით.
#განცხადება
#ოჯახი
#შაქარაშვილი