სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პრეზიდენტთან ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვიშვილმა, რომელიც იტალიაში იმყოფება სახელმწიფო ვიზიტით, იტალისიის პრეზიდენტთან სერჯო მატარელასთან ერთად ერთობლივი ბრიფინგი გამართა ,,კვირინალეს“ სასახლეში.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ იტალია ერთ-ერთი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ყველაზე მყარად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას და დგას საქართველოს გვერდით რთულ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე,
„საუკუნეებია, რაც საქართველო ევროპისკენ იყურება და ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს და ბოლო პერიოდში, ეს ბოლო 30 წელი საქართველოს მოსახლეობა ურყევად ევროპისკენ არათუ იყურება, არამედ 80%-ზე მეტი მხარს უჭერს მყარად ევროპის ინტეგრაციას, ამ პროცესს, რომელიც დღეს ჩანს ახალ ჭრილში, აჩქარებული პროცესი, რომლისთვისაც ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. ამიტომ, ამ წარსულიდან გამომდინარე, ამ თარიღებიდან გამომდინარე, ლოგიკური და მიზანშეწონილია, რომ სწორედ აქ და ახლა, პრეზიდენტ მატარელასთან გვაქვს საშუალება, რომ კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ჩვენ ევროპული ინტეგრაციის პროცესს, იმ მოლოდინს, რაც არსებობს საქართველოში და ვიცით, რომ იტალია არის ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც ყველაზე უფრო მყარად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას და დგას ჩვენ გვერდით ამ რთულ გზაზე, მაგრამ ამ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი სიტყვებით საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდამ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება დადასტურება, რომ საქართველოს აქვს ევროპული და დემოკრატიული მომავალი. რასთან დაკავშირებითაც, მისი თქმით, საქართველოს დიდი ვალდებულებებიც აქვს.
სალომე ზურაბიშვილმა უკრაიანში რუსეთის აგრესიაზეც ისაუბრა და თქვა რომ რუსეთის აგრესია წარუმატებელია, რადგან ევროპა ფხიზლად დახვდა ერთიაანი, როგორც არასოდეს
„თუ ინტეგრაციის პროცესი აჩქარებულია, ასევე აჩქარებული უნდა იყოს ჩვენი რეფორმების პროცესი და მას არანაირი შეფერხება არ უნდა ახლდეს. ეს არის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და გზა ევროპისკენ. ვისაუბრეთ და რეალურად, ეს საუბარი ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, არის განუყოფელი უკრაინის შესახებ საუბრისგან, იმ სასტიკი, რუსული აგრესიის შესახებ, რომელიც დაიწყო უკრაინის მიმართ და რომელიც ეხება არა მხოლოდ უკრაინას, როგორც ძალიან დიდი ტრაგედია, მაგრამ ეხება რეგიონის უსაფრთხოებას. ეს ჩვენთვისაც არის ძალიან ახლოს, რადგან ჩვენს გავირეთ არაერთხელ ეს აგრესია, 1921 წელს, 1991 წელს, 2008 წელს. ამავე დროს ეს ეხება ევროპის მთლიან უსაფრთხოებას. ამიტომ ეს არის ჩვენი, ყველას საერთო გამოწვევა და სოლიდარობაც ასევე უნდა იყოს განუყოფელი – როგორც არის გამოწვევა და როგორიც არის პასუხი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ევროპის მთავარი პასუხი უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე, პირველ რიგში, უკრაინის გამყარებაა, რადგან მან გახსნა ეს გზა „ასევე მოლდოვის და საქართველოს გზის გახსნა ევროპისკენ არის მშვიდობიანი, ნაღდი პასუხი რუსეთის აგრესიაზე“.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, სერჯო მატარელასთან პირისპირ შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხზე. ნატოში ინტეგრაცია სალომე ზურაბიშვილის თქმით, არის საქართველოსთვის უალტერნატოვი გზა და ცნობილია, რომ იტალია ამ გზაზე საქართველოს გვერდით დგას.
იტალიის პრეზიდენტის სერჯო მატარელას განცხადებით, საქართველო და იტალია იზიარებენ იმ ფუნდამენტს, რომელსაც ორი ქვეყანა ემყარება, ესაა ომის დაგმობა, მშვიდობიანი თანაარსებობა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და მისი პოლიტიკური საზღვრების ინტეგრაციის აღიარება. „მნიშვნელოვანია ამ ფაქტების ხაზგასმა, რადგანაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის თანამედროვე აგრესიას თითქოს უნდა, ხაზი გაესვას პრობლემის ძალისმიერ გადაჭრას, ეს მოხდა საქართველოში 2008 წელს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“,- განაცხადა მატარელამ.
მისი სიტყვებით, იტალია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, "არ აღიარებს საქართველოს დე ფაქტო ოკუპაციას რუსეთის მხრიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში".
იტალიის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიას დიდი გამოძახილი აქვს რეგიონში და რამაც დააჩქარა საქართველოსა და ევროპას შორის პარტნიორობა.
„საერთო ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად. საქართველოს მრავალათასწლიანი, საუკუნოვანი გამოცდილება აქვს, იგი ევროპული ცივილიზაციის წევრია და ამდენად აბსოლუტურად ლოგიკური და გასაგებია, რომ მას უნდა, ევროპის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. იტალია მხარს უჭერს საქართველოს ამ მიმართებას“, - განაცახდა სერჯო მატარელამ.
მისივე თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოება კავკასიაში ეხება საქართველოს, მაგრამ ის ეხება ყველას, რადგან ის ევროპის თანამეგობრობის უმთავრესი პრობლემაცაა.
იტალიის პრეზიდენტმა ამასთან ერთად საქართველოსა და იტალის შორის სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის ასპექტებზეც ისაუბრა, მათ შორის ეკონომიკისა და კულტურულის სექტორში თანამშრომლობაზე და გამოყო არქეილოგიური მისიების საქმიანობა, ასევე სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროებში ორი ქვეყნის მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31887282.html
Source: radiotavisupleba.ge