საქართველოში უცხოური ინვესტიციები 10-წლიან მინიმუმზეა - 6 თვის სტატისტიკა
Tbilisi Daily
2020 წლის პირველ ნახევარში, COVID-19-ის კრიზისის ფონზე, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით მხოლოდ $409.6 მილიონი დოლარი შემოვიდა - ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში წლის პირველ ნახევარში შემოსული ინვესტიციების მინიმალური მაჩვენებელია, 2019 წელთან შედარებით კი 25.6%-ით ნაკლებია.
პირდაპირი უხოური ინვესტიციების მოცულობა დღევანდელზე მცირე მხოლოდ 2010 წლის პირველ ნახევარში იყო და ის $387 მილიონს შეადგენდა.
ინვესტიციების კლება სექტორების უმეტესობაში განხორციელებული ინვესტიციების ვარდნას უკავშირდება. კერძოდ FDI-ის კლება სექტორების მიხედვით ასეთია:
საფინანსო სექტორი - $173,2 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 628% ;
უძრავი ქონება - $41,9 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან -146% ;
სამთომოპოვებითი მრეწველობა - $38,0 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 124% ;
მშენებლობა - $36,5 მილიონი დოლარი, კლება წინა
წელთან 289% ;
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - $33,6 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -49% ;
დამამუშავებელი მრეწველობა - $25,2 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -62% ;
სასტუმროები და რესტორნები - $18,1 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -77% ;
ენერგეტიკა - $9,3 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -94% ;
სოფლის მეურნეობა, თევზჭერა - $6,4 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 137% ;
ჯანდაცვა და სოციალური დახმარება - $1,8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -80% ;
დანარჩენი სექტორები - $25,5 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -88%.
გასული წლების განმავლობაში ინვესტიციების მაქსიმალური ოდენობა 2017 წელს დაფიქსირდა და ის $1.96 მილიარდ დოლარს შეადგენდა, საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანი იყო ($462 მლნ დოლარი), რაც შაჰ-დენიზის მილსანდენის მეორე ფაზის მშენებლობას უკავშირდებოდა, თუმცა ამ საინვესტიციო პროექტის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქვეყანაში ინვესტიციების მოცულობა შემცირდა, მნიშვნელოვანი ახალი ინვესტორი კი არ გამოჩენილა.
2018 წელს ინვესტიციები 35.5%-ით შემცირდა და მან $1.26 მილიარდი დოლარი შეადგინა, 2019 წელს კი ინვესტიციები 0.2%-ით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში საქართველოში ახალი ინვესტორის სახით ირლანდია გამოჩნდა, რაც "აჭარაბეთის" ირლანდიურ კომპანია Flutter-ზე გაყიდვას უკავშირდებოდა. შესაბამისად, გასულ წელს ირლანდიიდან ინვესტიციის სახით $132.7 მილიონი დოლარი შემოვიდა.
2020 წელს კი COVID-19-ის კრიზისის გამო, ინვესტიციები დამატებით შემცირდა.