ჩემს შვილს მილიონები გადაარიცხინეს იარაღის შესაძენად - ბაჩალიაშვილის დედა

Tbilisi Daily

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მის შვილს დიდი ოდენობით თანხები გადაარიცხინეს იარაღის შესაძენად. თეონა თამაზაშვილის თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია წყარომ მიაწოდა. “ჩემმა წყარომ მომაწოდა ინფორმაცია. ჩემს შვილს მილიონები გადაარიცხინეს სხვადასხვა კომპანიიდან. იარაღის შესაძენად,”,– განაცხადა თეონა თამაზაშვილმა. ცნობისთვის, ამ წუთებში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურასთან აქციას მართავს. ოჯახის ერთ-ერთი მოთხოვნა საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირებაა.