ჯორჯიის შტატში ბიულეტენებს ხელახლა, ხელით დაითვლიან

Tbilisi Daily

აშშ-ის ჯორჯიის შტატში ბიულეტენებს ხელით გადაითვლიან. ამის შესახებ CNN-წერს. ხმების დათვლის პროცესი შტატის 159-ვე ოლქში დაიწყება და სავარაუდოდ 20 ნოემბრისთვის დასრულდება. ჯორჯიის შტატში ხმა დაახლოებით 5 მილიონმა ამომრჩეველმა მისცა და შტატში ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 14 000-ზე მეტი ხმით უსწრებს. შეგახსენებთ, რომ მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რამდენიმე შტატში, მათ შორის ჯორჯიასა და უისკონსინში, ხმების ხელახლა დათვლას ითხოვს