აკრძალავს თუ არა მთავრობა დიდ თავყრილობებს, ქორწილებსა და ქელეხებს?

Tbilisi Daily

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით შესაძლოა, დამატებითი შეზღუდვები გახდეს საჭირო. იმნაძის განცხადებით, ყველა წინასწარ უნდა ვიყოთ მომზადებული მთავრობის მიერ დიდი თავყრილობები აკრძალვისთვის. შეზღუდვები შესაძლოა, ქორწილებსა და ქელეხებსაც შეეხოს. „ჩვენი რეკომენდაცია მთავრობისათვის იყო, რომ გარკვეულ ეტაპზე საჭირო გახდება მეტი შეზღუდვა. მაგალითად, ეს არის უპირველესად 100-კაციანი ქორწილები, ქელეხები. ეს ჩვეულებრივი ცხოვრების წესის შეზღუდვაა, მაგრამ დადგება მომენტი, როცა ეს გასაკეთებელი შეიძლება გახდეს. ამისთვის წინასწარ უნდა ვიყოთ ყველანი შემზადებული, რომ დიდი თავყრილობები შესაძლოა მთავრობამ აკრძალოს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ. #პაატაიმნაძე #კორონავირუსი #შეზღუდვები #tbilisidaily