დევნილი ოჯახები საახალწლოდ სასურსათო პროდუქტს მიიღებენ
Gori Daily
იძულებით გაადაადგილებულ, ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს, ახალ წლამდე არამალფუჭებად პროდუქტს დაურიგებენ.
ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, დევნილთა 25 დასახლებაში სურსათის დარიგებას 20 დეკემბრიდან დაიწყებენ. გამგებლის მოადგილის, ნუგზარ კახნიაშვილის თქმით, საახალწლო კალათში იქნება ტკბილეული, ხილი, ძეხვი, წვენი და სხვა. პროდუქტის შესაძენად კი ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 5000 ლარამე თანხა დაიხარჯება.
"გასულ წლებში ასეთი დახმარება საახალწლოდ, მხოლოდ შაუმიანში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ეხებოდა, როგორც ერთ-ერთ გაჭირვებულ დასახლებას და მძიმე პირობებში მცხოვრებ მოსახლეობას. ახლა კი მივიღეთ გადაწყვეტილება არამალფუჭებადი პროდუქტი, ახალწლამდე რამდენიმე დღით ადრე, ყველა დასახლებაში დავარიგოთ ყველაზე გაჭირვებული ოჯახებისთვის. ჩვენს ბაზაში ასეთი დაახლოებით 80-დან 100-მდე ოჯახია. ჩვენ შეძლებისდაგვარად ყოველთვის გამოვიჩენთ მათზე ყურადღებას, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს ის კატეგორიაა, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება",-ამბობს გამგებლის მოადგილე, ნუგზარ კახნიაშვილი.
_________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#სურსათი
#goridaily
წაყრო: რადიო მოზაიკა