Აზერბაიჯანი საომარ მდგომარეობას აუქმებს
Tbilisi Daily
აზერბაიჯანის პარლამენტი ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმების შესახებ იმსჯელებს - ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.
მედიის ინფორმაციით, პარლამენტის მომავალ სხდომაზე, რომელიც 11 დეკემბერსაა ჩანიშნული, მინი მეჯლისი დაამტკიცებს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განკარგულებას, რომელიც ქვეყანაში 2020 წლის 12 დეკემბრის 00:00 საათიდან საომარი მდგომარეობის გაუქმებას ითვალისწინებს.
როგორც Day.Az იუწყება , შეხვედრაზე ასევე განიხილება აზერბაიჯანის სააღრიცხვო პალატის თავმჯდომარის დანიშვნა.