თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

თურქეთში, ქალაქ იზმირში, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. დანგრეულია ასობით სახლი და სასტუმრო. ადგილებზე მუშაობენ მაშველები. ამ დრისთვის მსხვერპლის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. ცნობით, 6,6 ბალის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ეგეოსის ზღვაში, საბერძნეთის კუნძულ სამოსთან, საიდანაც დაშავებულების შესახებ იტყობინებიან.  ძლიერი მიწისძვრა მოხდა იზმირში 1999 წელს, როცა დაღუპულთა რიცხვმა 17 ათასს მიაღწია. https://www.radiotavisupleba.ge/a/30921383.html #ახალი_ამბები #twitter