კორონავირუსის ახალი სახეობით ინფიცირების შემთხვევა აშშ-შიც დაადასტურეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
კოლორადოს შტატში დაფიქსირდა დაავადება COVID-ის გამომწვევი კორონავირუსის ახალი სახეობით ინფიცირების შემთხვევა.
შტატის გუბერნატორ ჯარედ პოლისის ინფორმაციით, ახალი შტამით ინფიცირებულია 20 წლის მამაკაცი, რომელსაც ბოლო დროს უცხოეთში არ უმოგზაურია. ამჟამად მისი კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.
ნოემბრიდან კორონავირუსის ახალი სახეობა ფართოდ გავრცელდა დიდ ბრიტანეთში. ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევები დადასტურებულია ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაშიც, ასევე, კანადაში, ავსტრალიაში, ინდოეთში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში. ახალი შტამით ინფიცირებულთა ნაწილი დიდ ბრტანეთში იმყოფებოდა.
კორონავირუსის ახალი სახეობა შესაძლოა, საქართველოშიც აღმოჩნდეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთა ინფორმაციით, ამჟამად საეჭვო შემთხვევების კვლევა მიმდინარეობს. შედეგი სავარაუდოდ, ამ კვირაში გახდება ცნობილი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31026037.html
#ახალი_ამბები
#twitter
#covid19_-_ახალი_ამბები