ირანი აცხადებს, რომ აღკვეთა კიბერთავდასხმა ცენტრალურ ბანკზე

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ირანმა აღკვეთა კიბერთავდასხმა ცენტრალურ ბანკზე - აცხადებს ირანის კომუნიკაციების ინფრასტრუქტურის კომპანია 6 იანვარს.  ოქტომბერში Anonymous-ი და სხვა გლობალური ჰაკერული კომპანიები გამოვიდნენ მუქარით, რომ ირანის ინსტიტუტების და ოფიციალური პირების წინააღმდეგ კიბერთავდასხმებს განახორციელებდნენ, რათა მხარი დაეჭირათ ანტისამთავრობო დემონსტრაციებისთვის და თავი აერიდებინათ ქვეყანაში მოქმედი საინტერნეტო ცენზურისთვის.  ოფიციალური სააგენტო, IRNA, ავრცელებს ირანის კომუნიკაციების ინფრასტრუქტურის კომპანიის ხელმძღვანელის, ამირ მოჰამადზადე ლაჯევარდის  სიტყვებს, რომ 5 იანვარს ცენტრალურ ბანკზე განხორციელდა DDoS-ის ფორმის შეტევა. DDos შეტევისას საიტების სერვერებზე ერთდროულად ძალიან ბევრი მოთხოვნა იგზავნება, სერვერი დატვირთვას ვეღარ უძლებს და ითიშება. ირანის ცენტრალური ბანკი სექტემბერში აცხადებდა, რომ კიბერშეტევის გამო დროებით გაითიშა მისი ვებსაიტი.  https://www.radiotavisupleba.ge/a/32212179.html

Source: radiotavisupleba.ge